„ჩემი მიზანი არის, რომ მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული“ – პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე

kvirika1„ჩემი მიზანი არის, რომ მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული,“ – გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, ბოლო პერიოდში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებასთან და მასთან დაკავშირებულ მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა.

„მე არ ვიცნობ გამოძიების ყველა დეტალს, როგორ მივიდა პროკურატურა ამ ადამიანებამდე, ვინც ჩართული იყო ამის ორგანიზებაში. გამოძიება დღეს მიდის ორი მიმართულებით, ერთი არის კადრების შემქმნელების მიმართულება, მეორე არის გამავრცელებლების მიმართულება. მეორე მიმართულებაში ჩართულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ფედერალური გამოძიების ბიურომაც გააკეთა ერთობლივი ბრიფინგი. ეს პროცესი მარტივი არ არის. ჩემი მიზანი არის, რომ მომავალში ეს პრეცედენტები არ იქნას დაშვებული, არც გადაღების კუთხით და არც გავრცელების კუთხით,”-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ის რომ, უშიშროება 24 საათის განმავლობაში მორიგეობს კადრების დასაბლოკად მარაზმია”
შემდეგი სტატიაპრემიერი: იმისთვის, რომ 4 წლის შემდეგ დავრჩე ხელისუფლებაში, კომპრომისზე არ წავალ