“ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება გამოქვეყნებულია ჩემს დეკლარაციაში ზუსტად ციფრები არ მახსოვს”

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საბჭოში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასებზე მეტი დანამატები აქვთ, არასწორია.

ჯანელიძის თქმით, კრიზისების მართვის საბჭოში საკმაოდ კვალიფიციური კადრები მუშაობენ და შესაბამისად მათ ანაზრაურებაც კარგი აქვთ.

“ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ გარკვეული შეცდომა მოხდა, ჩვენ გავეცით ეს ინფორმაცია, თუმცა დანამატი ხელფასზე მეტი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენს უწყებაში ვადასტურებ, რომ საკმაოდ მაღალი ხელფასებია, რადგან მუშაობენ საკმაოდ მაღალკვალიფიციური ადამიანები და მათ შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ”, – განაცხადა ჯანელიძემ

ამასთან, კითხვაზე თუ რამდენია თავად მინდია ჯანელიძის ხელფასი, მისი თქმით, მას ზუსტი ციფრები არ ახსოვს, თუმცა ინფორმაცია საჯაროა.

“ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება გამოქვეყნებულია შეგიძლიათ ნახოთ ჩემს დეკლარაციაში, ზუსტად არ მახსოვას ციფრები”, – აღნიშნა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიუსაფრთხოების საბჭოზე სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრების ღონისძიებები დაიგეგმა
შემდეგი სტატია„განვლილმა სამმა წელმა დაადასტურა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს”