“ჩემი იმედი არის ის , რომ “რუსთავი2″ როგორც ოპოზიციური არხი გააგრძელებს მაუწყებლობას”

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

ბრიუსელში მყოფი თეა წულუკიანის თქმით, ის რომ „რუსთავი2“-ის საქმე სასამართლოში გრძელდება მან მედიისგან გაიგო. იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს რომ სასამართლო ობიექტური იქნება და პარლამენტს მოუწოდებს, კენჭი უყაროს რეფორმების მესამე ტალღის კანონპროექტს და მოსამართლეებისთვის სასამართლო საქმეების განაწილების წესი კანონად აქციოს.

“თუკი საქმე გრძელდება „რუსთავი2“-ის ეს თქვენგან მესმის, ჩემი იმედი არის ის, რაც იყო მანამდეც, რომ რუსთავი 2, როგორც ოპოზიციური არხი გააგრძელებს მაუწყებლობას. სასამართლოს ყველანი მოვუწოდებთ, რომ ის იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ასევე პარლამენტს მინდა მოვუწოდო რომ რეფორმების მესამე ტალღას უყაროს კენჭი და საქმეების განაწილებას მიენიჭოს ერთხელ და სამუდამოდ ავტომატური წესი“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა კომენტარი არ გააკეთა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან ნაცნობობის შესახებ, რომელიც მოსამართლეთა იმ კოლეგიის წევრია, რომლებიც რუსთავი2-ის საქმეს განიხილავენ.

გუჯაბიძე, ურთმელიძესთან ერთად, 2013 წელს შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეთა ერთობის ერთ-ერთი დამფუძნებელია. კურიერის არქივში ამ ორგანიზაციის პრეზენტაციის კადრებიც ინახება, რომელსაც თეა წულუკიანიც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშილეონიდ ჩერნოვეცკი დავით უსუფაშვილს საპარლამენტო მოსმენების გამართვას სთავაზობს
შემდეგი სტატიაასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას, უზრუნველყოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება