“ჩელსმა” სქესობრივი უმცირესობებისთვის ფან-ჯგუფი შექმნა

ლონდონის საფეხბურთო კლუბმა “ჩელსიმ ” სქესობრივი უმცირესობებისთვის პირველმა შექმნა ფან-ჯგუფი – ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
ფან-ჯგუფი ასოციაცია Gay Football Supporters’ Network-ის მხარდაჭერით შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელი “ჩელსის” გულშემატკივარია.
ედ კონელმა განაცხადა, რომ ის აღნიშნული ფაქტით ამაყობს. “მე ყოველთვის გამოვდიოდი ფეხბურთში ჰომოფობიის წინააღმდეგ. 7-8 წლის მანძილზე ვცდილობდი ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ეს პრობლემა არსებობს. ჩემი მიზანია ისე გავაკეთო, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები სტადიონზე სასურველ სტუმრებად გრძნობდნენ თავს” – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშითუ ახვლედიანი განდევნა სისტემამ, შეიძლება, ამ სისტემამ გვენეტაძე მოინელოს
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი რესპუბლიკელების განცხადებას “ულტიმატუმს” უწოდებს