ჩეხეთმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა

chexetiსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს იან ჰამაჩეკს შეხვდა.
იან ჰამაჩეკისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრისას აღინიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. ღრმავდება ეკონომიკური და საგანმანათლებლო კავშირები საქართველოსა და ჩეხეთს შორის.
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურა მაჭარაძე და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: ბიძინა ივანიშვილის პროდასავლური ორიენტაცია გადაჭარბებულად ოპტიმისტურად მიმაჩნია
შემდეგი სტატიაარმაზ ახვლედიანი: “ქართული ოცნება” ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს