ჩეხეთმა რუსეთი ინფორმაციულ ომში დაადანაშაულა

ჩეხეთმა რუსეთი ინფორმაციულ ომში დაადანაშაულა

8 (1)ჩეხეთის უშიშროებისა და ინფორმაციის სამსახურმა (BIS) რუსეთს ინფორმაციიული ომის წარმოებაში დასდო ბრალი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით. ამ უწყების მოხსენების თანახმად, მოსკოვი, პირველ რიგში, ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს მასმედიაში მოვლენების გაშუქებაზე, განსაკუთრებით როცა საქმე უკრაინას და სირიას ეხება. “2015 წელს რუსეთის პრიორიტეტი იყო საინფორმაციო ომის წარმოება უკრაინის და სირიის კონტექსტში” – ხაზგასმულია მოხსენებაში. მასში, ასევე აღნიშნულია, რომ “რუსეთი 2015 წლის განმავლობაში საქმიანობას განაგრძობდა ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის კუთხითაც”.
ჩეხური სპეცსამსახურების ვერსიით, რუსული აგენტები ქვეყანაში, ძირითადად პოპულისტური და ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭრით გამოირჩევიან.

banner
წინა სტატიაში(video) სირიაში აჯანყებულებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაშსს-ს აკადემიას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ეწვივნენ