ჩეხეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას საშიში ცხოვრება უსურვა

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ  ზემანმა საშობაო ინტერვიუში ქვეყნის მოსახლეობას საშიში ცხოვრება უსურვა. რადიო Frekvence 1-თან საუბარში მან თქვა, რომ ყველასთვის ჯანმრთელობის სურვილი მოსაწყენია. “მე შევეცდები ორიგინალური ვიყო” – თქვა პრეზიდენტმა. “იცით, ძვირფასო რადიომსმენელებო, მე რას გისურვებთ? საშიშ ცხოვრებას. ცხოვრებას რისკით სავსეს, ბრძოლით სავსეს დ არაც მთავარია, გამარჯვებით სავსეს. იმიტომ, რომ ბრძოლის გარეშე გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია. წარმატებებს გისურვებთ” – თქვა ზემანმა ინტერვიუს დასასრულს.

banner
წინა სტატიაში30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს
შემდეგი სტატია“ალექსანდროველები” სამხედროები იყვნენ, მიფრინავდნენ ომში და დაიღუპნენ”