ჩეხეთის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა “ნოვიჩოკს” აწარმოებდა

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა აწარმოებდა ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება “ნოვიჩოკს” – TV Barrandov-ის ეთერში გადაცემა “კვირა პრეზიდენტთან”- განაცხადა. .

“პრემიერ ანდრეი ბაბიშს ვუთხარი, რომელმაც “ნოვიჩოკზე” ჩემი გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ ჩეხეთი ამ ქიმიურ იარაღს არ აწარმოებდა და არ ინახავდა, არამედ, მხოლოდ ტესტირებას უკეთებდა, რომ ნივთიერების წარმოების გარეშე შეუძლებელია მასზე ტესტირების ჩატარება. სხვა შემთხვევაში, ეს ნივთიერების შენახვის ფიზიკურ კანონს ეწინააღმდეგება” – თქვა პრეზიდენტმა.

3 მაისს ზემენმა განაცხადა, რომ ნივთიერება “ნოვიჩოკი”, რომლითაც, ბრიტანეთის აზრით, სკრიპალები მოწამლეს, ჩეხეთშიც იწარმოებოდა. 7 მაისს ჩეხეთის პრემიერ-მინსიტრმა ანდრეი ბაბიშმა თქვა, რომ მის ქვეყანაში ნოვიჩოკის არც წარმოება, არც სინთეზირება და არც შენახვა არ მომხდარა. თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ “ნოვიჩოკის” იმდენი რაოდენობა აქვთ, რამდენიც ქიმიური იარაღის აკრძალვის კომნვენციის მიერ არის დაშვებული.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს მოწამლეს ბრიტანეთის სოლსბერიში.

banner
წინა სტატიაშილარს ფონ ტრიერის პროდიუსერმა პირობა დადო, რომ “უკანალებზე უკვე აღარ წამოარტყამს”
შემდეგი სტატიანიკოლ პაშინიანმა სომხეთის ძალოვან სტრუქტურებში წმენდა დაიწყო