ჩეხეთი ოფიციალურად ჩეხია გახდა

ჩეხეთი ოფიციალურად ჩეხია გახდა

ჩეხეთიჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის კიდევ ერთი ოფიციალური სახელი დაამტკიცა – ჩეხია (ინგლისურად Czechia). ახალი ვარიანტი დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერმა, ორივე პარლამენტის სპოკერებმა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა – წერს პორტალი Around Prague.
გადაწყვეტილების საერთაშორისო სტატუსის მისაცემად, ქვეყნის საგარეო უწყება, გაეროს სთხოვს ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის ექვსივე ენაზე შეიყვანოს ახალი სახელი.
„ერთიანი ოფიციალური ვერსიის შემოღება ბევრ საკითხს გაამარტივებს, მაგალითად, როგორ მივუთითოთ ქვეყნის სახელი ერთი სიტყვთ სხვადასხვა კონფერენციებსა ან სხვა შემთხვევებში, სადაც ქვეყნის სრულ სახელს ითხოვენ“ – წერს პორტალი.
როგორც რადიო „პრაღა“ ავრცელებს, გაეროს მონაცემთა ბაზაში ყველა სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკური სახელი აქვს, ამასთანავე, ყველა ქვეყანას აქვს საშუალება ეს სახელი თვითონ შესთავაზოს გაერთიანებას. მიმდინარე მომენტში ქვეყანა მითითებულია როგორც „ჩეხეთის რესპუბლიკა“.

banner
წინა სტატიაში„რუხი მოლში“ გაიმართება „ნიკორა ტრეიდის“ შვილობილი ბრენდის ჰიპერმარკეტი „ლიბრეს“ საზეიმო გახსნა
შემდეგი სტატიათამარ ხულორდავა ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა