ჩეჩნეთში ბოევიკების თავდასხმის გამო სამხედროები დაიღუპნენ

ჩეჩნეთში, გვარდიის სამხედრო ბაზაზე ბოევიკების თავდასხმის შედეგად ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. როგორც ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს, წუხელ, ღამის ორ საათზე, ექვსი ბოევიკი ნაურის სამხედრო ნაწილს დაესხა თავს. უწყების მონაცემებით, ბოევიკებმა ძლიერი ნისლით დრო იხელთეს და სამხედრო დასახლებაში შეაღწიეს.
ორმხრივი სროლისას ბოევიკების ლიკვიდირება მოხდერხდა. ორ მათგანს თვითმკვლელის ქამარი ეკეთა.
მიმდინარე მომენტში შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ. რაიონი, სადაც შეტაკება მოხდა, გადაკეტილია. ჯერჯერობით არ ვრცელდება ბოევიკები რომელ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ.

banner
წინა სტატიაში„ენმ“-ს კედელი უფრო ხარისხიანად რომ გაეკეთებინა, რამდენიმე წელიწადში მისი გამოცვლა არ გახდებოდა საჭირო – ნარმანია
შემდეგი სტატია“დავსხდებით სახლში ტელევიზორთან და არ დავიღლებით საარჩევნო უბანზე მისვლით…” – პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა