ჩავუშოღლუ: ყატარის პრობლემას ბაირამამდე მოვაგვარებთ

,,არაბულ სახელმწიფოთა შორის არსებული კრიზისის მოასგვარებლად ყველანი გზას ეძებენ. ყველანი ჩვენს პრეზიდენტთან მოდიან. ჩვენც, როგორც ლიდერი სახელმწიფო, ღვთის შეწევნით დღესასწაულამდე (ბაირამადე) მოვაგვარებთ და დღესასწაულს ისლამური სამყარო – დღესასწაულის სიტკბოთი შეხვდება,, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში რამაზანთან დაკავშირებით გამართულ იფტარის ვახშამზე.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმთათვის წმინდად წოდებულ რამაზანის თვეს (რომელიც სხვადასხვა დროს აღინიშნება) მორწმუნეები მარხვით აღინიშნავენ, რომლის დროსაც მთელი დღის განმავლობაში არც საკვებს მიირთმევენ და არც წყალს, ხოლო მზის ჩასვლის შემდეგ იფტარის სახელით ცნობილ სხვადასხვა კერძისაგან დამზადებულ ვახშამს მიირთმევენ. რამაზანის დამთავრების შემდეგ კი ერთკვირიანი დღესასწაული (ბაირამი)იწყებ, რომელიც მუსულმანურ ქვეყნებში უქმე დღეებია.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: gadafarva.ge -ს მოვრჩეთ !!!
შემდეგი სტატიაპროფესიონალი რკინიგზელების თქმით, საქართველოს რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა სარისკოა