ჩაშლილი სასწავლო პროცესი – პირველი ექსპერიმენტული 162 სკოლაში გადადის – რაზე მოაწერა ხელი დირექტორმა

თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა. პედაგოგების განცხადებით, მიზეზი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმია, რომლის შესახებაც მათ განათლების მინისტრისგან პირდაპირ ეთერში შეიტყვეს. მემორანდუმის მიხედვით, პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლის შენობაში გადმოდის. მასწავლებლებს ეჭვი აქვთ, რომ მოხდება კადრების ოპტიმიზაცია.

პედაგოგების განცხადებით, სკოლის დირექტორმა მათ უთხრა, რომ მემორანდუმზე ხელი მოწერილი აქვს, თუმცა მათივე ინფორმაციით, დირექტორმა დოკუმენტის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა.

162-ე სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც პედაგოგებთან შეხვედრას მართავენ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში პრეზიდენტის ჩართულობას მიესალმება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა