ჩაქვში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებული წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით დაკავებული სასტუმრო “ოაზისის” მიმდებარედ არსებულ მშენებლობაზე მუშაობდა და გარდაცვლილი მამაკაცის თანამშრომელი იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ჩაქვში გარდაცვლილი და მკვლელიც სასტუმრო “ოაზისის” ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობაზე მუშაობდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მკვლელს და მის თანმხლებ პირებს შორის შემთხვევამდე კამათი მოხდა და სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიწამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ – პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში
შემდეგი სტატია“მეტი აქტიურობაა საჭირო ამ ფორუმში, რომ ეუთოს მისიის დაბრუნებას მივაღწიოთ”