ჩაქუჩი მომხვდა თავში… ლიფტებს ანგრევს, – დაპირისპირება ბერი ნიკოლოზის მრევლსა და მოსახლეობას შორის

დაპირისპირება მოსახლეობასა და ბერი ნიკოლოზის მრევლს შორის ზესტაფონის ქუჩაზე-ადგილზე პოლიცია გვიანობამდე იყო მობილიზებული. ადგილობრივები ბერს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მამაო საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტებს აჭედებს.

მისი მრევლი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბერი ნიკოლოზი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

“როდესაც ლიფტი გაჩერდა, იყო საფრთხე ჩაწყვეტის ლიფტის და გაგვაფრთხილეს, რომ არ უნდა გვემოძრავა ლიფტით,”-აცხადებს ბერი ნიკოლოზი.

ადგილობრივი მოსახლეობა კი დახმარებას ითხოვს და აცხადებენ, რომ მამაოს შეჩერება ვერ მოახერხეს.

“ხმაურზე გამოვედით და ვნახეთ რომ ლიფტებს აჭედებდა, იმ დროს ჩემი და უნდა მოსულიყო, პანიკაში ჩავარდა გაიღო კარები და დახვდა ეს ფარდა, დავიხარე რომ გამომეყვანა და ამ დროს ჩაქუჩი მომხვდა და გავითიშე. ლიფტებს ანგრევს,”-განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა მამუკა რეხვიაშვილმა.

ადგილობრივები მამაოს გარდა მრევლთან დაპირისპირებაზეც საუბრობენ.

“საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, ორივე ლიფტი დანგრეულია, როდის აღდგება კაცმა არ იცის. რამე უკმაყოფილება რომ წარმოთქვა მთელი მრევლი თავზე გესხმის,”-განაცხადა მზია ხიდაშელმა.

პატრიარქის მდივნის განმარტებით ბერ ნიკოლოზს საპატრიარქოსთან კავშირი არ აქვს და მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 15 წლის წინ შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება.

banner
წინა სტატიაშიექიმები პატრიარქს გერმანიაში მკურნალობის გაგრძელებას ურჩევენ
შემდეგი სტატია2017 წელი არ იქნება კარგი, თუ, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ ჩვენ – გოცირიძე პრემიერის განცხადებაზე