ჩამტვრეული ნეკნები და დაზიანება თავის არეში – ახალქალაქში 80 წლის ქალს თავს დაესხნენ

თავდასხმა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში. 80 წლის ქალს საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. ქალბატონს ჩამტვრეული აქვს ნეკნები და თავის არეში აქვს მიყენებული დაზიანება.

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივების განცხადებით, დაზარალებული სახლში მარტო იმყოფებოდა. უცნობია რისი წაღება შეძლო თავდამსხმელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. უწყებას ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშითენგიზ გუნავა: ოცნების ხელისუფლებამ კონსტიტუცია ივანიშვილის ნებასურვილს მოარგო
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ბუშის ქუჩაზე – დასუფთავების სამსახურის ავტომობილი გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა