„ჩამოდის წარმატებული მენეჯერი მოსკოვიდან, რა მოტივი ამოძრავებს?“ – რომან გოცირიძე

საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობას მხარს არ დაუჭერს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ აქცენტს ეკონომიკის მინისტრად წარდგენილი კანდიდატის მოსკოვში მოღვაწეობაზე აკეთებს აქცენტს.
„ეს არის სრული უიდეობა. ეს ადამიანები შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, სადაც ახლა წარმოადგინეს. არცერთი არ არის თავის ადგილას. შეიძლება იყო კარგი მზარეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლია, გახდეს კარგი ზეინკალი. ჩამოდის წარმატებული მენეჯერი მოსკოვიდან, რომელიც მუშაობდა ფირმაში, სადაც მის დამლაგებელს თუ დარაჯს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე მას ექნება საქართველოს მთავრობაში. რა მოტივი ამოძრავებს? შეიძლება „ჯეოსელის“ ფინანსისტი იყოს იმ ხედვებისა და უნარ-ჩვევებისა თუ ცოდნის მატარებელი, რომელმაც მთელი ქვეყნის ეკონომიკა უნდა მართოს? სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით, შევხედეთ რა ახალ მთავრობას, ვინ წარმოიდგენდა, რომ ხადური და ქუმსიშვილი მოგვენატრებოდა,“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ვერტმფრენის ავარიულად დაშვება – ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაშსს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს