„ჩაკრულო“ გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ოფიციალურ ვახშამზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. კვირიკაშვილმა და პენსმა ვახშამზე სადღეგრძელოები წარმოთქვეს. ვახშამზე ანსამბლმა „რუსთავმა“ „ჩაკრულო“ შეასრულა.

ვახშმამდე, სტუმრებმა ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა.

 

banner
წინა სტატიაშისკანდალი თეთრ სახლში: ტრამპმა სკარამუჩი მოხსნა
შემდეგი სტატიამაიკ პენსი:ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოში მომავლინა მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობის, დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის