ჩაკეტა თუ არა საზღვარი თურქეთმა საქართველოსთან – კონსულის კომენტარი

თურქეთის მიერ საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს კონსული, ავთანდილ მიქაცაძე არ ადასტურებს.

თურქეთის მიერ საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს კონსული ავთანდილ მიქაცაძე არ ადასტურებს.

ამასთან, როგორც ცნობილია, სარფის საბაჟოზე გარკვეული შეფერხებებია მოქალაქეთა რიგების გამო, კონსული არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ფაქტი თურქეთში არსებულ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდებოდეს.

თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი ოფიციალურმა ანკარამ სამი თვით გაახანგრძლივა.

სამთვიანი საგანგებო რეჟიმი, რომელიც 19 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, კიდევ 90 დღეს გაგრძელდება. გასულ კვირას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების რეკომენდაციით მინისტრთა კაბინეტს თურქეთის უშიშროების საბჭომ მიმართა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ხორციელდება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა