ჭაიათურაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა

ჭაიათურაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ჭიათურის 56-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა სამხარაძის განცხადებით, ამ დროსითვის ჭიათურაში ყველა უბანი დახურულია და ხმების დათლა მიმდინარეობს.

სამხარაძის თქმით, ჭიათურაში არჩევნებში18 522 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა რომელიც დაახლოით 9 %-ით ნაკლებია პირველი ტურის არჩევნებში მოსახლეობის აქტივობასთან მიმართებაში.

,,არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 522-მა ამომრჩეველმა, რაც პირველ ტურთან მიმართებაში 9 %-ით ნაკლებია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი. რაც შეეხება დარღვევებს, მხოლოდ ერთი საჩივარია შემოსული მთელი დღის განმავლობაში“, – განაცხადა მამუკა სამხარაძემ.

ასევე, რამდენიმე უბანზე ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. არსებული ინფორმაციით ოთხ უბანზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი სულხან მახათაძე ლიდერობს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 31% შეადგინა
შემდეგი სტატიარუსთავის 87-ვე უბანში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა – რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე