ცეზარ ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

ნაციონალი ექსდეპუტატების _ ცეზარ ჩოჩელისა და დემურ გადელიას ჩინური ოცნება სენაკში!

მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელმაც ქართული ოცნებასთან 60 ხმით წააგო, პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ცესკოს თავმჯდომარეს მიმართავს და რეაგირებას სთხოვს. ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, მმართველმა ძალამ კენჭისყრის შედეგები გააყალბა.

ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ გაყალბება დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ მოხდა და ამბობს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლის გაგრძელება.

„მივმართავ პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ცესკოს თავმჯდომარეს. ვფიქრობ, რომ ისინი ვალდებულები არიან, დაიცვან ჩვენი კონსტიტუციური უფლება და დაიცვან ჩვენი ხმა,“ – აცხადებს ჩოჩელი და დასძენს, რომ მას გაყალბების კონკრეტული ფოტო და ვიდეომასალა აქვს, სადაც დიმიტრი ხუნდაძის სასარგებლოდ გაბათილებული ბიულეტენებია დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიბევრი პოლიტიკური ძალა ერთსა და იმავე ფოცხზე ფეხის დაბიჯების დიდოსტატია – სერგი კაპანაძე დავით უსუფაშვილზე
შემდეგი სტატიავულოცავ ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას – სერ ალან დუნკანი