ცესკოში ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

კომისიის ხელმძღვანელი პირები ამომრჩეველთა სიის ფორმირების შესახებ სამუშაო შეხვედრას მართავენ. ცესკოს ინიციატივით ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას ესწრებიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შს სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს აუდიენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშითელავში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი იქნება
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: საარჩევნო წელს ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა არის საეჭვო