საქართველოს პრეზიდენტმა, ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ექვსი კანდიდატურა წარუდგინა

margvelashvili

margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონკურსის შედეგად შერჩეული ექვსი კანდიდატურა წარუდგინა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, გიზო მჭედლიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები წარადგინა; ცესკო-ს წევრის, თამაზ შარმანაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო ცესკო-ს წევრის, კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას კანდიდატურები დაასახელა.

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიგოჩა კალანდიამ „ქართული ოცნება” დატოვა
შემდეგი სტატიაენგურჰესი და ვარდნილჰესი, როგორ მოხდა, რომ გაქრა აფხაზეთის სახელმწიფო საკუთრებიდან?