ცესკომ ხმათა 100% დაითვალა

ceskoცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა. ხმათა 100%-ის მიხედვით, „ქართული ოცნება” 48,65%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27,12% აქვს, „პატრიოტთა ალიანსს” კი – 5%.

ამ შედეგების მიხედვით პროპორციული სიით პარლამენტში მანდატები ასე ნაწილდება:

►„ქართული ოცნება”, – 44 მანდატი

►„ნაციონალური მოძრაობა” – 27 მანდატი

►„პატრიოტთა ალიანსი” – 6 მანდატი

პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ, ხოლო 73-ს – მაჟორიტარულით. არჩევნების შედეგების მიხედვით 51 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისში პარტიის ლიდერებს და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპუტინს პარიზში არ ელოდებიან… მაგმარ ის მაინც მიდის…