ცესკომ არჩევნების მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის თარიღები განსაზღვრა

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განსაზღვრა მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.

ცესკო ინფორმაციას ავრცლებს განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებითაც.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) განსაზღვრა მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები.

8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) – როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.

ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ,”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივაკეში ავტომობილი დაიწვა
შემდეგი სტატიაშსს ორთაჭალაში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს