ცესკო-ში არჩევნებში მონაწილე 16 პარტიის სიებია წარდგენილი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილე 16 პარტიის/ბლოკის სიებია წარდგენილი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს არის საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების და მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა.

„ეს ვადა სრულდება საღამოს 6 საათზე. ამის შემდეგ ცნობილი გახდება პარტიები, რომლებმაც შემოიტანეს განცხადებები და წარადგინეს საარჩევნო სუბიექტები. მას შემდეგ რაც საარჩევნო სუბიექტის მიერ პარტიული სია იქნება წარმოდგენილი ცესკო-ს სათანადო სამსახური 10 დღის ვადაში მაგრამ არჩევნებამდე არა უგვიანეს 26-ე დღისა შესაბამის დასკვნას წარუდგენს ცესკო-ს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში მაგრამ ასევე არჩევნებამდე არაუგვიანეს 25-ე დღისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ან იქნება პარტიული სია გატარებული რეგისტრაციაში ან იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ხარვეზები აღმოჩნდა საარჩევნო სუბიექტს გამოსწორებისთვის ეძლევა 3 დღე”, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამ დროის მდგომარეობით პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების/ბლოკების პარტიული სიები წარადგინეს 1. “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” – თავმჯდომარე ლაშა სტურუა 2. “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა” – თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 3. “რესპუბლიკური პარტია” – თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე 4. “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი -საქარათველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია” – ხელმძღვანელი დავით თარხან მოურავი. 5. “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი 6. “საქართველოს კომუნისტური პარტია” – გენერალური მდივანი ივანე წიკლაური. 7. “საქართველო მშვიდობისთვის” – თავმჯდომარე დავით თევზაძე 8. “საქართველო” – თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი 9. “მერაბ კოსტავას საზოგადოება” თავმჯდომარე ვაჟა ადამია 10. “მომავალი საქართველო” – თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე 11. “მემარცხენე ალიანსი” – ხელმძღვანელები კახაბერ ძაგანია იოსებ შატბერაშვილი 12. “ეროვნული ფორუმი” -აღმასრულებელი მდივანი გოჩა ჯაბიძე 13. “თავისუფალი დემოკრატები” თავმჯდომარე ირაკლი ალასანია 14. “სამართლიანობის აღდგენია კავშირი ხმა ერისა: უფალი ჩვენი სიმართლე” თავმჯდომარე მიხეილ სალუაშვილი 15. “ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა” თავმჯდომარე დავით შუკაკიძე. 16. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში რეფორმების მასშტაბებმა, მოძრაობის ტემპმა
შემდეგი სტატიაკალაშნიკოვმა განახლებული АК-12 და АК-15 წამოადგინა