ცესკო საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ბათუმის #70 მაჟორიტარული ოლქის #76 უბანზე 11:10 საათზე უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ძირითადი ყუთის ნაცვლად მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში. აღშნიშნული ფაქტის შემდეგ გადასატანი ყუთი დაილუქა.
ხელვაჩაურის #72 მაჟორიტარული ოლქის #10 უბანზე იმყოფებოდა პარტია „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი ერთდროულად. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ მათგანს უბანი დაატოვებინა.
ცესკო-ს ინფორმაციით, მცხეთის #37 მაჟორიტარული ოლქის #6 უბანზე ნაკადის მარეგულირებლის მიერ გამოცხადებულ მონაცემებს, მაგალითად, ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს იწერდა ”თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის” დამკვირვებელი. უბნის თავმჯდომარემ მოახდინა შესაბამისი რეაგირება. კერძოდ, შეიცვალა ნაკადის მარეგულირებელი და შენიშვნა მიეცა ”თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის” წარმომადგენელს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცირე ხნით გამოირთო ელექტრო ენერგია. აღნიშნული რამდენიმე წუთში აღმოიფხვრა და მას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: მოვიდა ინფორმაცია, რომ შინდისში, ტაბახმელასა და კოჯრში დიდი რაოდენობით ნარკოტიკია ატანილი
შემდეგი სტატიაკურიოზული დარღვევები და ინციდენტები არჩევნების მეორე ტურში