ცესკო-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 47 საჩივარი

ცესკო-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 47 საჩივარი. მათი ძირითადი ნაწილი მცირე პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ისნის მაჟორიტარულ საარჩვენო ოლქის მე-2 უბანზე კიდევ ერთხელ აღიკვეთა ორი დამკვირვებლის მხრიდან ყალბი აკრედიტაციის მოწმობების გამოყენების მცდელობა.

მისი თქმით, ამავე მაჟორიტარულ ოლქში, მსგავსი ფაქტები გამოვლინდა 49-ე და 66-ე უბნებზე.

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, მცხეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს ერთი წევრი და გამგებლის მოადგილე ცდილობდნენ დაკვირვებოდნენ არჩევნებს სადამკვირვებლო ორგანიზაციის ეგიდით. რის შემდეგაც აღნიშნული პიროვნებების მონაცემები გადაამოწმა საარჩევნო ადმინისტრაციამ და მათ გაუუქმდათ დამკვირვებლის სტატუსი.

banner
წინა სტატიაში(video) რატომ არ უკეთებენ პატრიარქს მარკირებას?- კომისიის წევრის პასუხი
შემდეგი სტატიანიკა რურუა: მოვიდა ინფორმაცია, რომ შინდისში, ტაბახმელასა და კოჯრში დიდი რაოდენობით ნარკოტიკია ატანილი