ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნა

ცესკოს საინფორმაციო განცხადება წყალტუბოში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით

8b3bf62006a4e3189bd99740e723f054ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლებისთვის დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი ამ დროისთვის, მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.
ცესკო-ს სპიკერის ცნობით, ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული შეფერხება იყო, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრისწინა პროცედურები განხორციელდა და უბანი დროულად გაიხსნა.
განმეორებითი კენჭისყრა ოთხ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში განმეორებითი კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე, სოფელ განმუხურში კი, ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება.
ასევე, განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, ზუგდიდში სამ უბანზე ასევე იმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაყიზილაჯლოში არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმა 5 საჩივარი დაწერა