ცესკო ნინო ბურჯანაძის წარმომადგენლის ბრალდებებს პასუხობს

კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ის ორი კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო სხვებზე მეტი ხმა და სწორედ ესენი არიან მეორე ტურებისათვის საარჩევნო სუბიექტები, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, იმ სუბიექტებისთვის, რომლების არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, საკმაოდ სოლიდური თანხა არ უნდა იყოს გადახდილი.

„კანონმდებლობის თანხმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ფინანსდებინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მილიონ 600 ათასი არ უნდა იყოს გადახდილი საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას“,- აღნიშნა მიქელაძემ.

“ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკო-ში მიიჩნევს, რომ კანონდარღვევაა, როდესაც არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დანიშვნის უფლება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ აქვთ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა კაციტაძე: „ახალი მემარჯვენეები“ არ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ
შემდეგი სტატიადიდთოვლობის გამო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა