ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა

ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. ცესკო-ში ამ წუთებში კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.

ცესკო-ს წევრებმა კენჭი უყარეს განკარგულებას, რომლის თანახმად, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დაინიშნა. მეორე ტური 48 მაჟორიტარულ ოლქში დაინიშნა, რადგან ორ ოლქში განმეორებითი კენჭისყრაა დაგეგმილი. განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბერს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში პრინცი სიკვდილით დასაჯეს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი : კონსტიტუციის შეცვლით არ ხდება ძალაუფლების უზურპაცია