ცესკო განმეორებით კენჭისყრაზე ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდისა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის აქტივობის მონაცემებს აქვეყნებს.

ცესკო-ს ინფორმაციით, 20:00 მონაცემებით აქტივობა განმეორებითი კენჭისყრისას მარნეულში -53.3%-ია, რაც ნიშნავს, რომ 1436 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 766 მიიღო მონაწილეობა.

ზუგდიდში, განმუხურის 38-ე უბანზე აქტივობა – 40.3% რაც არის 461 ამომრჩეველი რეგისტრირებულ 1145-დან.

ჯიხაშჯარის 79-ე უბანზე აქტივობა 61.3%, არჩევანი გააკეთა 567-მა ამომრჩეველმა რეგისტრირებული 925-დან, ხოლო ჯიხაშკარის 108-ე უბანზე აქტივობამ შეადგინა 56.8%, რაც ნიშნავს იმას, რომ უბანზე რეგისტრირებული 774 ამომრჩევლიდან 440-მა მისცა ხმა.

banner
წინა სტატიაშიყიზილაჯლოს, ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების დათვლა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია(VIDEO) ტერორისტებმა თურქული ჯარის ბლოკპოსტის აფეთქება ვიდეოზე გადაიღეს