ცესკო განცხადებას ავრცელებს

2017 წლის 30 აგვისტოს დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსი.  73 საარჩევნო ოლქის 3635 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 810ვაკანტურ ადგილზე სულ შევიდა 28 666 კონკურსანტის განცხადება. საუბნოსაარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნოკომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 6 სექტემბრიდანდაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთანომინირება/დანიშვნა. პარტიების მიერ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზეჯამში შეადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის 25 445 წევრს.საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილიპირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებულიპარტიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და მედიას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში საქართველოს საარჩევნოკანონმდებლობა განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და წესებს.შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია, როგორც კოლეგიალური ორგანო,ხელმძღვანელობს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობის საფუძველზე.ამასთან, წარმატებული და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული არჩევნებისხელშესაწყობად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გაიცარეკომენდაციები საოლქო საარჩევნო კომისიებზე, რომ უბნის კომისიებისდაკომპლექტების პროცესში დამატებით გაითვალისწინონ: კარგი პროფესიული გამოცდილება; ბსაარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლადმუშაობის გამოცდილება;  საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში „საარჩევნოგანვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვამონაწილეობა.ცესკო მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნოპროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიისწევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად,გამჭვირვალედ და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგიწარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – გამოძიება მუშაობს დივერსიის ვერსიაზეც
შემდეგი სტატიაჯელალ ქიქავა „ქართული ოცნების“ წევრს, მუხრან ვახტანგაძეს, მუქარაში ადანაშუალებს და აუდიოჩანაწერს ავრცელებს