ცესკო 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისია არასამთავრობოებს, პოლიტიკოსებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს ცესკო-ს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. თამარ ჟვანიას განცხადებით, 2015 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს და გასული წელი იყო განათლებისა და განვითარების წელი.

“გავაუმჯობესეთ მომსახურება და სერვისი ამომრჩევლისთვის. შევქმენით ბევრი ახალი რესურსი, საგანმანათლებლო კვალიფიკაცია და განვითარება საარჩევნო ადმინისტრაციის. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო განვითარებისა და 2016 წლისთვის მომზადების წელი”.- აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

რაც შეეხება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, თამარ ჟვანია აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩამოყალიბებულია, როგორც შემდგარი და ჩამოყალიბებული, განვითარრბული ინსტიტუცია, რომელიც ნებისმიერ დღეს მზად არის არჩევნები იყოს კარგად ჩატარებული.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილეს შეხვდა