ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტების რიგითინომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 21 ოქტომბრისარჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები პირველივეშესაძლო, უადრეს ვადაში განსაზღვრა. ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი. წილისყრისპროცედურაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენსაარჩევნო სუბიექტებს წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათუკვე ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნოკოდექსის მიხედვით. წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საინიციატივოჯგუფს, რადგან ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთისაინიციატივო ჯგუფი დამას კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს მიერგანესაზღვრა რიგითი ნომერი. კანონმდებლობის თანახმად პარტიისა დასაარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ იგივერიგითი ნომრები, რაც მიენიჭათ მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს.სულ 27 რიგითი ნომერი გათამაშდა. რიგითი ნომრები კომისიის სხდომაზემოწვეულმა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა დოლურიდან თავადამოიღეს. აღსანიშნავია, რომ წილისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე დაცესკოში რეგისტრირებულ, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორისდამკვირვებლებსა და მედიას, ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინააღნიშნული პროცედურისთვის.საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრებიგანისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუმცა, ცესკომსუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით დაარასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“რეკომენდაციის გათვალისწინებით, წილისყრის პროცედურა და რიგითინომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში,უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ არჩევნებში რიგითინომრის მოთხოვნის ვადის ამოწურვისთანავე განახორციელა. ასევე, დღეს დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნოსუბიექტების რეგისტრაციის ყველა პროცედურა. თანაბარი საარჩევნო გარემოსუზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიები შეეცდებიან ასევეუმოკლეს ვადებში, და არა კანონმდებლობით განსაზღვრულ ბოლო ვადაში,მის: დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი, თბილისი 0131, საქართველო;ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51- 133
განახორციელონ საინიციატივო ჯგუფებისათვის რიგითი ნომრებისგანსაზღვრის პროცედურა. წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 15 საარჩევნო სუბიექტსშემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭათ:

№4 – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“

№9 – „მემარცხენე ალიანსი“

№11 – „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“

№13 – „ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი“

№14 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

№18 – „ტრადიციონალისტები“№20 – „შენების მოძრაობა“

№23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“

№27 – ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“

№29 – „ახალი მემარჯვენეები“

№31 – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”

№34 – “მამულიშვილთა ორდენი სამშობლო”

№37 – „სოციალისტური საქართველო – კომუნისტები“

№38 – ბლოკი “სახალხო-ხალხის ერთსულოვნება”

№39 – „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოსსაარჩევნო კოდექსის მიხედვით (წილისყრაში მონაწილეობის გარეშე)განესაზღვრათ:

№1 -“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”

№2 – საარჩევნო ბლოკი “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო”

№3 – ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა-თავისუფალი საქართველო“

№5 – ბლოკი”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

№6 – “რესპუბლიკური პარტია”

№7 – “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”

№8 -“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთაალიანსი”

№10 – “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”

№12 – “საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელები”

№15 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“

№17 – „საქართველო“№22 – „მერაბ კოსტავას საზოგადოება“

№28 – “ზვიადის გზა უფლის სახელით (“სამართლიანობის აღდგენის კავშირი;მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი;ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე)”

№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“№42 – საინიციატივო ჯგუფი – მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი

banner
წინა სტატიაშიადიკო ივანიშვილი:„ქართულმა ოცნებამ“ სახელი უნდა გადაირქვას და ახდენილი ოცნება უნდა დაირქვას“
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი პრობაციის მესამე მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს