ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო “რუს ჰაკერებზე” ახალ მოხსენებაში ისაუბრებს

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, ჯონ ბრენანმა ერთ-ერთ ამერიკულ არხზე განაცხადა, რომ უწყება ახალ მოხსენებას ამზადებს, სადაც საუბარი იქნება რუსების მიერ აშშ-ს საპერზიდენტო არჩევნებზე ჩარევის ფაქტებზე. პროექტის პრეზენტაცია გუშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო, რამაც დონალდ ტრამპის სკეპტიციზმი გამოიწვია. ბრენანის თქმით, მოხსენებაში დეტალურად იქნება მოცემული რა გზებით, როგორ და რამდენჯერ მოხდა არჩევნებზე ჩარევა კიბერშეტევების გზით და სამმართველომ საიდან გავიგეთო ამის შესახებ.
სავარაუდოდ, მოხსენების პრეზენტაცია პარასკევს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა არა ერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ მას არ სჯერა კიბერშეტევის უკან რუსული კვალის. იგივე თქვა გუშინ ინტერვიუში “ვიკილიქსის” დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა აღმაშენებელზე – ქმარმა ცოლი გაგუდა
შემდეგი სტატიასტამბოლის კლუბზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია