ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიას 20 ქართველი სამხედრო შეუერთდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე იმსჯელეს.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით, დღეისათვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის სწრაფი რეაგირების ჯგუფში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში კი, მისიას ოცი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდება.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი ”ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში (European Union CSDP Military Training Mission in the Central African Republic – EUTM RCA) მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ოცეულის გაგზავნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2016 წლის 21 ივნისის N3 ბრძანება, კომიტეტის წევრებს, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. პრეზიდენტის ბრძანება ძალაში საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემდეგ შევა.

banner
წინა სტატიაშილარი ისევ გაუფასურდა- ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2240 ლარია
შემდეგი სტატია“ბოლო ოთხ წელიწადში ჩვენ პრინციპულად შემოვბრუნდით ევროპისკენ, პრინციპულად შემოვბრუნდით ადამიანობისკენ”