ცენტრალურ აფრიკაში მომხდარ ინციდენტს თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთელ ეხმაურება

ცენტრალურ აფრიკაში სხვა ქვეყნების სამშვიდობოებთან ერთად სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობას თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ ეხმაურება.

თინა ხიდაშელის თქმით, მოკვლევის პირველი ფაზა დასრულებულია და სპეციალური ჯგუფი ცენტრალურ აფრიკაში გასამგზავრებლად, თითქმის მზად არის.

ქართულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ბრიუსელში დაცული ყველა საარქივო მასალის ნახვის საშუალებაც ჰქონდა. განცხადება თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მივიღეთ სრული წვდომა ყველა საარქივო მასალასთან ბრიუსელში, რაც ევროპის სარდლობაშია შენახული,“-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში,,მეტი და ჯანმრთელი სექსით დაკავდით” – გამსახურდია პეტრიაშვილის დაჭრას ეხმაურება
შემდეგი სტატია“ბალტიის ქვეყნებში ნატო-მ ძალები უნდა გაზარდოს”