„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე დამატებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. , მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) “პატრულის მანქანამ ორსულ ქალს ხიფათი შეუქმნა…ხიფათის შექმნის გაპროტესტებისთვის კი ახალგაზრად მამაკაცი დააკავეს”
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა