ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სირიაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სირიაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. დღეს გაეროს 15 სატვირთო შევიდა დამასკოსთან მდებარე ქალაქ მუამარ აშ-შამში – განაცხადა წითელი ნახევარმთვარეს საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა, რომელიც სირიაში გაეროს ჰუმანიტარულ ოპერაციებს უწევს კოორდინაციას.
გაეროს მონაცემებით, სირიაში ათობით ათასი ადამიანი შიმშილობს. ბლოკადის ზონებში მოხვედრილია დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი. საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, სირიაში ათობით ათასი ადამიანი უკვე გარდაიცვალა შიმშილისგან.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაფიფას ახალმა პრეზიდენტმა არ იცის რამდენი ექნება ხელფასი