“ცდილობენ, თავის ოჯახის წევრის დანაშაული არ გამოიკვეთოს” – დავით სარალიძის მამა დარწმუნებულია, რომ პროკურატურაზე ზეწოლა ხორციელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამა , ზაზა სარალიძე ამბობს, რომ პროკურატურაზე ზეწოლასა და შანტაჟს 51-ე სკოლის მოსწავლის, მიხეილ კალანდიას ოჯახი ახორციელებს.

სარალიძე ამბობს, რომ თავად პროკურატურის მოქმედებები უმყარებს ეჭვებს, რომ ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი და მისი სიმამრი, ყოფილი პარლამენტარი ბორის კაკუბავა კალანდიას გადარჩენის მიზნით პროკურატურაზე ზეწოლას ახდენს.

„ყველანაირ ეჭვს თავად პროკურატურა მიმყარებს. თუნდაც სუბელიანი რომ ზემოქმედებას ახდენს პროკურატურასა და მოწმეებზე, პლუს ბორის კაკუბავა რომ ზეწოლას ახდენს მოწმეებზე. ცდილობენ, რომ თავის ოჯახის წევრის დანაშაული არ გამოიკვეთოს. ისევ ვიტყვი, რომ მიხეილ კალანდია უნდა იყოს დაკავებული ინციდენტს რომ დავანებოთ თავი, ჩვენების შეცვლის გამო,“- აცხადებს დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა გეგიძე : უმრავლესობის სხდომის გადადების ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი, ეს ერთადერთი სწორი, ადეკვატური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე : მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი რომ შეჩერდეს, კიდევ უფრო შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი