თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე #9 კორპუსში გვიანღამით გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მეხანძრეები ვერ საუბრობენ, თუმცა მთლიანადაა განადგურებული საცხოვრებელ სახლში არსებული ინვენტარი.
დაშავებული დედა-შვილი დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე ვითარებას წუხელვე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.