ბუტა რობაქიძის საქმე – კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი თავს დამნაშავედ ცნობს

ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო. კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე დღეს სასამართლო პროცესს პირველად დაესწრო.

ბაქრაძე ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა და საქართველოში ჩამოსვლისთანავე, დაახლოებით, ერთი თვის წინ, ის აეროპორტში დააკავეს. დღეს კი მან ბრალი სასამართლო პროცესზე აღიარა.

ზაზა ბაქრაძე სატელევიზო ინტერვიუს დროს აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე საბრძოლო მასალა და იარაღი საპატრულო პოლიციის იმ დროინდელმა უფროსმა მიიტანა.

banner
წინა სტატიაშიიმ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირები ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ, უსამართლობა იქნება ექვს ახალგაზრდას შეეფარდოს პატიმრობა – ბრეგაძე
შემდეგი სტატია​რაც ხდება სამარცხვინოა სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის – დავით ზურაბიშვილი შვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს