ბურუნდის დედაქალაქში 40-მდე ცხედარი იქნა აღმოჩენილი

ბურუნდის დედაქალაქ ბუჟუმბურის ქუჩებში 40-მდე ცხედარი იქნა აღმოჩენილი. ახალგაზრდა მამაკაცების სხეულზე აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები, მათ შორის ახლო მანძილიდანაც. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობენ. მათი თქმით ოპოზიციონერი ახალგაზრდების დახოცვა გვიან ღამით მოხდა და ეს ქმედება ოპოზიციის დასაშინებლად განხორციელდა.
11 დეკემბერს , ამ მოვლენებამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციის მომხრეებმა ბუჟუმბურში მდებარე სამ სამხედრო ბაზაზე შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ჯარისკაცი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა. ოპოზიციონერების მხრიდან კი 12 დაიღუპა ხოლო 20 დააკავეს.

ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით სამხედრო ბაზებზე თავდასხმა ყურადღების გადატანის მიზნით მოხდა და თავდამსხმელების მიზანს იარაღის ხელში ჩაგდება და ციხეებიდან პატიმრების გამოშვება წარმოადგენდა.

ქვეყნის ოპოზიცია ბერუნდის პრეზიდენტის მიერ პოსტის მესამედ დაკავებას აპროტესტებს. მაისში ქვეყანაში ადგილი ქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასაც.არეულობას 240-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
17 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო ბურუნდიში არსებულ ვითარებაზე სპეციალურ სესიას ჩაატარებს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში 30-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ჭოჭუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს