,,თაიმერის“ ექსკლუზივი ქალაქ ბურსადან

barsa27 აპრილს, თურქეთის ქალაქ ბურსაში, საღამოს საათებში, უძველესი თურქული მეჩეთის, ულუ ჯამის სიახლოვეს, 25 წლის თვითმკვლელმა ტეტორისტმა ქალმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად მხოლოდ ტეტორისტი გარდაიცვალა, 13 ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა.
როგორც ,,თაიმერს“ ბურსადან აცნობეს, აფეთქების დროს მეჩეთში ცნობილი თურქი ბიზნესმენის ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ცერემონიალი ტარდებოდა, რასაც თურქული ბიზნესწრეების დიდი წარმომადგენლობა ესწრებოდა.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა პოლიციის განსაკუთრებული მოქმედებები მასობრივი თავშეყრის ადგილზე, რის გამოც ტერორისტმა დაგეგმილი ტერაქტი დროზე ადრე და ხალხის ნაკადიდან მოშორებით განახორციელა.
ამჟამად პოლიცია ტერაქტის მომწყობი ორგანიზაციის და თვითმკვლელი ტერორისტის დადგენაზე მუშაობს.

banner
წინა სტატიაშირიგის მერმა სახუმარო პეტიციისთვის თავისუფლების აღკვეთას, ლატვიაში დაწყებული რეპრესიები უწოდა
შემდეგი სტატია“საია” ეკა მიშველაძის საქმის შსს-დან პროკურატურაში დაბრუნებას ითხოვს