ბურჭულაძის პარტიიდან ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი კოტე კემულარია იქნება

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი კოტე კემულარია იქნება. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, და უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკაში ბრუნდება. პაატა ბურჭულაძე კოტე კემულარიას დღეს 18:00 საათზე ოფიციალურად წარადგენს. ექსკლუზიური ინფორმაცია ამის შესახებ ინგა გრიგოლიას დღის ამბებში გაჟღერდა.

banner
წინა სტატიაშიგია გვიჩიანი შეიძლება, პრეზიდენტმა შეიწყალოს
შემდეგი სტატიასააკაშვილი კიევში მოკლულ ჟურნალისტზე