ბურჭულაძე: არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მსიამოვნებს აქ როგორც ვარ

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იბერიასთან“ გააკეთა.

მისი თქმით, იგი არც პოლიტიკიდან და არც საქართველოდან აპირებს წასვლას.

„არსად წასვლას არ ვაპირებ. პირიქით, ძალიან მსიამოვნებს აქ, როგორც ვარ. უნდა გავაგრძელოთ ყველაფრის გაკეთება. მე თუ წავალ, წავალ მარტო საქმეზე და დავბრუნდები ისევ საქართველოში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

კითხვაზე – რჩება თუ არა პოლიტიკაში, ბურჭულაძე აცხადებს, რომ პარტია მომავალ საქმიანობას გააგრძელებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან და არც საქართველოდან. ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერს გავაგრძელებთ. ახლა რეორგანიზაცია უნდა გავაკეთოთ პარტიაში. გვექნება პრესკონფერენცია და ჩვენს სიტყვას ვიტყვით არჩევნებთან და მეორე ტურთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიოსმა ძალოვანებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ილია თაყაძე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი DTRA-ს ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა