ბუნტი დრანდის ციხეში

აფხაზეთის დე-ფაქტო შს სამინისტრო ძებნით ოპერაციას ატარებს

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...დრანდის ციხეში მასობრივი არეულობა მოხდა, რის დროსაც პატიმებმა დაარბიეს და დალეწეს ციხის ქონება. ბუნტი ჩაახშვეს. პატიმრებისგან ამოიღეს აკრძალული ნივთები, მათ შორის იყო მჭრელი და წვეტიანი საგნები – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლეონიდ ძაფშბამ. მისივე სიტყვებით, ზოგი პატიმარი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ციხის ახალმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა წესრიგის დამყარება.
„პატიმრები ციხეში უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე თავისუფლებაზე, მათ ყველაფრის უფლება ქონდათ და მიჩვეულები იყვნენ ამას. მათ ქონდათ ტელევიზორები, სავარძლები, ნებისმიერი პროდუქტები, რომელთა გადაცემა აკრძალულია საგამოძიებო იზოლატორში“ – თქვა მინისტრმა. ციხის 8 კამერა სასტუმროს ნომრებზე უარესად არ იყო მოწყობილი. ძალოსნებმა აკრძალული ნივთები ნახეს, მათ შორის ბასრი და წვეტიანი ნივთები – ასევე დაამატა მინისტრმა.
„როცა ციხის თანამშრომლებმა დაიწყეს ამ ნივთების ამოღება, უკმაყოფილო პატიმრებმა ბუნტი ატეხეს, დაამტვრიეს საკეტები კარებზე და ავიდნენ სახურავზე. ისინი მოითხოვდნენ ძველი ხელმძღვანელობის დაბრუნებას“ – განაცხადა ძაფშბამ და იქვე განმარტა, რომ ძველი უფროსობა გაანთავისუფლეს პატიმრის, ბაჩუკი ლატარიას ციხიდან გაქცევის შემდეგ.
დღეისთვის წესრიგი დამყარებულია და დაცვა მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმში, ხაზი გაუსვა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიიმპერატორის ძეგლის დადგმით რუსეთმა ისევ შეურაცხჰყო კავკასიელები
შემდეგი სტატიათემო მურვანიძე ცილისწამებისა და ბრალდებებისთვის კანონის გამკაცრებას ითხოვს