ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით 55წლის ქალი და 12 წლის ბავშვი გარდაიცვალნენ

რუსთავში სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 55 წლის ქალი და 12 წლის ბავშვი გარდაიცვალნენ. შემთხვევა რუსთავში მე-19 მიკრორაიონში მოხდა. გარდაცვლილი ქალი ბავშვის ბებია იყო.

როგორც მეზობლები აღნიშნავენ, ბავშვს და მის ბებიას მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ და ბოლოს კარის გასაღებად სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სახლში შესულებს კი გარდაცვლილი ბებია და შვილიშვილი დახვდათ. შემთხვევის მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვავით მოწამვლა სახელდება.

ინფორმაციას ქვემო ქართლის ტელევიზია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიქართული მედიის წარმომადგენლების განცხადება რუსთავი2–ის საქმეზე
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის ადვოკატები სტრასბურგში დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან