ბუნდესტაგის ხელმძღვანელმა ერდორანი “დემოკრატიის ჩაშლაში” დაადანაშაულა

მას შემდეგ, რაც გერმანიის ტერიტორიაზე თურქეთში საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ რეფერენდუმი დაიწყო, ბუნდესტაგის თავმჯდომარემ ნორბერტ ლამერტმა ანკარას დემოკრატიის წინააღმდეგ პუტჩში დასდო ბრალი. ლამერტის აზრით, ის, რის გაკეთებასაც თურქეთის პრეზიდენტი და მისი ქვეყნის მთავრობა აპირებს, “დემოკრატიული წყობის ავტორიტარულ სისტემაში გადაყვანაა” – გერმანელმა პოლიტიკოსმა ბუნდესტაგში გამოსვლისას თქვა – წერს “დოიჩე ველე”.

სრულიად თურქული რეფერენდუმი, რომლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ქვეყანა საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაიქცევა თუ არა, გუშინ დაიწყო. მასში, ჯერჯერობით, ევროპაში მცხოვრები თურქები იღებენ მონაწილეობას. გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და დანიაში მცხოვრები თურქებისთვის ხმის მიცემა 27 მარტს დაიწყო და 9 აპრილამდე გაგრძელდება. 16 აპრილს კი თვითონ თურქეთში ჩატარდება რეფერენდუმი.

თუკი თურქეთის მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანხმობას განაცხადებენ, ქვეყნის პრეზიდენტი ახალ უფლებამოსილებას შეიძენს: მას მინისტრთა კაბინეტის ფორმირება შეეძლება, ის წარადგენს ბიუჯეტს, მოსამართლეებს დანიშნავს და გამოაქვეყნებს განკარგულებებს, რომელსაც კანონის სტატუსი ექნება.
ასევე, მას შეეძლება საგანგებო ვითარება გამოაცხადოს და მეჯლისი დაითხოვოს.

banner
წინა სტატიაშიAmnesty International: მოსულში ასობით მშვიდობიანი მოსახლეა მოკლული
შემდეგი სტატიასაქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იმართება