ბულგარეთმა გაეროს გენერალური მდივნის ახალი კანდიდატურა წამოაყენა

ბულგარეთმა გაეროს გენერალური მდივნის ახალი კანდიდატურა წამოაყენა

12ბულგარეთის მთავრობამ ევროკომისარი კრისტალინა გეორგიევი გაეროს ხელმძღვანელის კანდიდატად წარადგინა. ადრე სოფიამ იგივე პოზიციაზე იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა წარადგინა.
გადაწყვეტილება კანდიდატის შეცვლის შესახებ იმის შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაეროს წინასწარ კენჭისყრაზე ბოკოვამ მეექვსე ადგილი დაიკავა. ბულგარეთის მთავრობა თვლის, რომ ახალი კანდიდატის წარდგენა იმის შანსს გაზრდის, რომ გაეროს თავმჯდომარის პოზიციას ბულგარელი დაიკავებს.
“ვფიქრობთ, ეს წარმატებული კანდიდატი იქნება” – ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა დღეს, სამთავრობო სხდომაზე განაცხადა.

გაეროს გენერალური მდივნის კანდიდატურაზე კენჭისყრის პროცედურა იმდენხანს გრძელდება, სანამ კანდიდატთაგან ერთ-ერთი საბჭოს წევრების სრულ მხარდაჭერას არ მიიღებს. ამის შემდეგ, ფორმალური ღია კენჭისყრა გაიმართება და კანდიდატურას გენერალური ასამბლეა დაუჭერს მხარს.
გაეროს გენერალური მდივანი ხუთი წლის ვადით ირჩევა. ახლანდელი მდივნის პან გი მუნის უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება.

banner
წინა სტატიაშირუსების 82% პუტინის მუშაობით კმაყოფილია
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება – რეის MH17-ის კატასტროფის გამოძიება მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებულია